მოსკოში შაქრო კალაშოვის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს

მოსკოვში შაქრო კალაშოვის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს. ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების ხუთი წევრის დაკავების შესახებ რუსეთის შინაგან საქემთა სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, დაჯგუფება ბიზნესმენებს ფულს სძალავდა.

“დადგენილია, რომ ჯგუფის წევრები მოქმედებებდნენ კრიმინალური ავტორიტეტის ზაქარია კალაშოვის სახელით, სცემდნენ მეწარმეს და მისგან 10 მილიონ რუბლს ითხოვდნენ”, – ნათქვამია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა დაკავებულებს იარაღი, აუდიოჩანაწერები და დოკუმენტები ჩამოართვეს. პოლიციის ინფორმაციით, დაჯგუფება კერძო დაცვის ორგანიზაციის სახელით მოქმედებდა.

თავად შაქრო კალაშოვი მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ფულის გამოძალვის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიმაია მიმინოშვილი: თავი ვალდებულად ჩავთვალე საზოგადოებისთვის განმარტება გამეკეთებინა
შემდეგი სტატიადავით ნარმანიას გამონათქვამი – “ვირიშვილო, მაიმუნო” აქციაზე გააპროტესტეს