დავით ნარმანიას გამონათქვამი – “ვირიშვილო, მაიმუნო” აქციაზე გააპროტესტეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისის მერის, დავით ნარმანიას დღევანდელი გამონათქვამი – “ვირიშვილო, მაიმუნო”, აქციით გააპროტესტეს.

ისინი თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ – ჩამოდი, ჩამოდი!

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნატა ფერაძემ განაცხადა, დღეს ერთ-ერთ გარემოს დამცველს თბილისის მერმა მთელი საზოგადოების წინაშე მაიმუნი და ვირიშვილი უწოდა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარემ, გია ალიბეგაშვილმა თავად მას გადადგომისკენ მოუწოდა.

“საიდან გადავდგე, გადმოვდგე, არ ვიცი. ამ ორ ადამიანს აბარია ქალაქი. თუ საზოგადოება მეტად არ გააქტიურდა, ცუდად იქნება ჩვენი საქმე”,-აღნიშნა ფერაძემ.

თბილისის მერიაში  გარემოსდაცვიტ საკითხებზე დღეს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” წევრმა ირაკლი კუპრაძემ დავით ნარმანიას მიმართა და მოუწოდა,  კონკრეტულ პრობლემებზე ესაუბრა და პოპულისტური განცხადებები არ გაეკეთებინა.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კუპრაძეს “მაიმუნი ვირიშვილი უწოდა”.

banner
წინა სტატიაშიმოსკოში შაქრო კალაშოვის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს
შემდეგი სტატიაშეიარაღებულმა მამაკაცმა მოსკოვის ცენტრში მძევლები აიყვანა