მესამე დღეა პოლიცია და ოჯახი 22 წლის ბიჭს ეძებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 15, 2018 13:52

მესამე დღეა პოლიცია და ოჯახი 22 წლის ბიჭს ეძებს

აჭარაში სამართალდამცველები და ოჯახის წევრები უკვე მესამე დღეა 22 წლის გიგა გოგიტიძეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, გოგიტიძე სახლიდან 12 მაისს გავიდა. ის სათვალთვალო კამერამ ბოლოს ბათუმში, სასტუმრო ,,ლეოგრანდის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა. ოჯახი 22 წლის ბიჭის აზარტულ და საშიშ ინტერნეტ თამაშებთან კავშირს, კატეგორიულად გამორიცხავს.
სამართალდამცველებმა გოგიტიძის პირადი მობილური ტელეფონი და კომპიუტერი დაათვალიერეს, თუმცა ოჯახის წევრების განცხადებით, საეჭვო ვერაფერი იპოვეს.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 15, 2018 13:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,947
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics