მესამე დღეა პოლიცია და ოჯახი 22 წლის ბიჭს ეძებს

აჭარაში სამართალდამცველები და ოჯახის წევრები უკვე მესამე დღეა 22 წლის გიგა გოგიტიძეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, გოგიტიძე სახლიდან 12 მაისს გავიდა. ის სათვალთვალო კამერამ ბოლოს ბათუმში, სასტუმრო ,,ლეოგრანდის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა. ოჯახი 22 წლის ბიჭის აზარტულ და საშიშ ინტერნეტ თამაშებთან კავშირს, კატეგორიულად გამორიცხავს.
სამართალდამცველებმა გოგიტიძის პირადი მობილური ტელეფონი და კომპიუტერი დაათვალიერეს, თუმცა ოჯახის წევრების განცხადებით, საეჭვო ვერაფერი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა ჯანელიძეს: თუ თვლით, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა, რატომ არ გადადექით მაღალი თანამდებობიდან, რომელიც მაშინ გეკავათ?
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : კლუბების ხელმძღვანელების თანამშრომლობა დაგვჭირდება, რომ პოლიციას არ დასჭირდეს კლუბში შესვლა