თეა წულუკიანი : კლუბების ხელმძღვანელების თანამშრომლობა დაგვჭირდება, რომ პოლიციას არ დასჭირდეს კლუბში შესვლა

ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, იუსტიციი მინისტრის აცხადებს, რომ შესაბამის დაწესებულებებში არ შესულა არც ერთი საჩივარი სპეცოპერაციის შედეგად ვინმეს ფიზიკურ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცველებმა მაქსიმალური სიფრთხილით იმუშავეს.
„რაც შეეხება სპეცოპერაციის ფორმებს, ვერ დავინახე ვერანაირი ფორმა, რადგან არ ყოფილა არც ერთი ფიზიკურად დაზიანებული ადამიანი, რომელიც საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას და გუშინდელი საღამოს მდგომარეობით, პროკურატურაში არ იყო არც ერთი საჩივარი შესული ფიზიკურ ზიანთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცავმა სისტემამ იმუშავა მაქსიმალურად ფრთხილად. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, აქ თავად კლუბების ხელმძღვანელების თანამშრომლობა დაგვჭირდება, რომ პოლიციას არ დასჭირდეს კლუბში შესვლა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიმესამე დღეა პოლიცია და ოჯახი 22 წლის ბიჭს ეძებს
შემდეგი სტატიაპრემიერის ინიციატივა – მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობას იწყებს