მერკელი თურქეთს ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ერდორანს ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა – მერკელი ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა – ინფორმაცია გერმანის მთავრობის პრეს-მდივანმა ულრიკე დემერმა გაავრცელა. მისი თქმით, გერმანიის კანცლერი და თურქეთის პრეზიდენთი შეთანხმდნენ “ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობა გააღრმავონ”. გარდა ამისა, მერკელმა სტამბოლის ტერაქტში დაშავებულებისთვის ერდორანს სამედიცინო დახმარება შესთავაზა.

ტერაქტი დაგმეს ასევე გერმანიის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა – “დოიჩე ველე” წერს.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლში, კლუბ “ბეშიგთაშის” სტადიონზე ორმაგი ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგადაც 38 ადამიანი გარდაიცვალა, 155 კი დაიჭრა. აფეთქებები მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა. გარდაცვლილთაგან უმეტესობა, 30 ადამიანი, პოლიციელია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ქურთების მუშათა პარტიამ აიღო.

banner
წინა სტატიაშიელჩმა პოლონეთს მოუწოდა გამოიძიონ ინციდენტი, სადაც უკრაინელების მოკვლის მოწოდებები ისმოდა
შემდეგი სტატიასავჩენკო ტიმოშენკოს პარტიას არაფერს უთანხმებს