ლტოლვილტა ბანაკში 800 მიგრანტმა იჩხუბა

ბულგარეთის ქალაქ ხარმანლის ლტოლვილთა ბანაკში 800-მდე თავშესაფრის მაძიებელმა იჩხუბა – დღეს ადგილობრივი მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ავღანელები ებრძოდნენ ერაყელებს, რომელთაც სირიელებმა დაუჭირეს მხარი.
ლტოლვილები ერთ-ერთ შენობაში მხიარულობდნენ და სვამდნენ, შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და ჩხუბში გადაიზარდა.
ბანაკის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. ადგილზე 50 სამართალდამცველი გამოცხადდა – ლტოლვილებმა მათ ქვები დაუშინეს. საპასუხოდ, პოლიციამ წყლის წავლი გამოიყენა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშითურქულმა სამხედრო ვეტმფრენებმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთები დაბომბეს
შემდეგი სტატიაპროკურატურა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს