თურქულმა სამხედრო ვეტმფრენებმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთები დაბომბეს

თურქულმა სამხედრო ვეტმფრენებმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთები დაბომბეს

2თურქეთის სამხედრო საავიაციო ძალებმა, ჩრდილოეთ ერაყში, გარსის რეგიონში ქურთების მუშათა პარტიის პოზიციები დაბომბეს – დღეს Anadolu ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ოპერაცია ადგილობრივი დროით 12.30-დან 13.30 წუთამდე მიმდინარეობდა. “წარმატებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ, თვითმფრინავები ბაზებში დაბრუნდნენ” – წერს სააგენტო.
თურქეთის გენშტაბი აცხადებს, რომ სირიაში თურქული ჯარები ქვეყნის დასავლეთისკენ დაგაადგილდებიან.

აშშ შეშფოთებულია თურქებსა და ქურთებს შორის მომხდარი შეტაკებებით. შესაბამისი განცხადება აშშ-ს პრეზიდენტის “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბრეტ მაკგერკმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.
“თავდაცვის სამინისტროებს: გვინდა განვაცხადოთ, რომ შეტაკებები, რომელიც მიმდინარეობს იმ რაიონებში, სადაც “ისლამური სახელმწიფო” არ არის, დაუშვებელია და ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ ამის გამო” – ნათქვამია განცხადებაში.
პენტაგონი, დიპლომატის თქმით, მხარეებს მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ. მისი განცხადებით, აშშ თურქეთის ოპერაციებს მხარს არ უჭერს სირიაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ ქურთების სახალხო თავდაცვის ჯარები სირიის ტერიტორიაზე, რომელიც “ისლამური სახელმწიფოსგან” განთავისუფლებულია, “ეთნიკური წმენდის ჩატარებაში” დაადანაშაულა. გუშინ, 29 აგვისტოს პრეს-კონფერენციაზე, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანკარაში ჩაატარა, განაცხადა, რომ ქურთები არ უნდა დარჩნენ ქალაქების მანბიჯისა და ჯარაბლუსის ტერიტორიებზე, სადაც სირიის ოპოზიციური არმია თურქი სამხედროების დახმარებით ოპერაციას ატარებს.
მინისტრის თქმით, ქურთები “ევფრატის მეორე მხარეს უნდა გადავიდნენ, რაც შეიძლება მალე”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქი სამხედროები მათ დაბომბვას დაიწყებენ.
ამავე დროს, ქურთების ავტონომიის დროებითმა წარმომადგენელმა სირიაში, იბრაჰიმ იბრაჰიმმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ქალაქებში მანჯიბი და ჯარაბლუსი, ქურთები აღარ არიან და ისინი “ევფრატის აღმოსაველთით იმყოფებიან”.

banner
წინა სტატიაშიბოლო მონაცემებით, მარნეულში 180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა
შემდეგი სტატიალტოლვილტა ბანაკში 800 მიგრანტმა იჩხუბა