კომპანია QNET – გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბანერზე აფხაზეთის ნაწილი არ არის აღნიშნული, სიცრუეა

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბანერზე აფხაზეთის ნაწილი არ არის აღნიშნული, სიცრუეა, – ამის შესახებ ნათქვამია კომპანია QNET-ის განცხადებაში, რომელსაც „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ QNET-ი არის ჰონ კონგში დაფუძნებული მალაიზიური კომპანია, რომელსაც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს თავის წარმომადგენლობა, აწარმოებს ექსკლუზიურ პროდუქციას და მილიონობით მომხმარებელს სთავაზობს ტურისტულ პაკეტებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, კერძოდ, ბორჯომში, კახეთში, აჭარასა და თბილისში. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბანერზე აფხაზეთის ნაწილი არ არის აღნიშნული, შეესაბამება სიცრუეს. ბილბორდის სურათს, საფუძვლად უდევს საქართველოს რუკა, რომელზეც ასახულია საქართველოს სილამაზე და ლანდშაპტური მრავალფეროვნება. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, ვაქვეყნებთ სარეკლამო ბანერის არსებულ სურათს, სადაც მკაფიოდ ჩანს აფხაზეთის ნაწილი სასაზღვრო სანაპიროს ჩათვლით. კომპანია მოუწოდებს შესაბამის მედია საშუალებებსა და დაინტერესებულ პირებს, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე არ გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდაჭრილი სპეცრაზმელი კლინიკაში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათბილისის მერიაში, სპეცოპერაციის ადგილიდან ევაკუირებული მოსახლეობის საკითხზე ბრიფინგი დაინიშნა