დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ექიმმა დაადასტურა. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელი 41 წლის იყო.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა.