ხანძარი გრენფეკ-თაუერში – ექსპერტები უსაფრთხოების კატასტროფულ დარღვევებზე საუბრობენ

ლონდონის გრენფელ-თაუერის შენობაში მომხდარი ხანძრიდან ერთი წლის შემდეგ საქმეზე მოსმენები განახლდა. 4 ივნისს ჩვენება ექსერტებმა მისცეს. ისინი ამბობენ, რომ მეხანძრეები ევაკუაციას არ ჩქრობდნენ.
ხარძრის შედეგად, რომელიც 2017 წლის 14 ივნისს მოხდა, 72 ადამიანი დაიღუპა, 158 ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა. გასულ წელს, პრემიერ ტერეზა მეის განკარგულებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების საზოგადოებრივი გამოძიება დაიწყო, რამაც პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ გავრცელდა ასე სწრაფად შენობის ფასადზე ცეცხლი.
4 ივნისს დამოუკიდებელი ექსპეტრების მოხსენებები მოისმინეს. ექსპერტებმა ხანძრის გაჩენის მიზეზები ვერ დაადგინეს – მათი აზრით, შეგროვებული მონაცემები საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა, დაასახელეს ფაქტები, რომელმაც ცეცხლის სწრაფი გავრცელება და ხალხის სიკვდილი გამოიწვია.

გამოძიების საიტზე ხუთი ექსპერტის მოხსენება გამოქვეყნდა, მათ შორის, ბარბარა ლეინის, რომელიც არქიტექტურულ-კონსალტინგური ჯგუფ Arup-ის სახანძრო უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელია. ლეინმა აღნიშნა, რომ ხანძრის ღამეს მეხანძრეების რეკომენდაციით ხალხმა შენობა არ დატოვა და ისინი დახმარებას ელოდებოდნენ საკუთარ ბინებში, სანამ ცეცხლი არ გავრცელდა მთელს შენობაში.

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, ცეცხლის შესახებ პირველი შეტყობინება საგანგებო სამსახურებმა 00:54 წუთზე მიიღეს 14 ივნისის ღამეს. რეკომენდაცია, შენობის არ დატოვების შესახებ ნახევარ საათში უნდა მოეხსნათ, მაგრამ ის ძალაში იყო 2:47 წუთამდე, და მოქმედებდა ხანძრის გაჩენიდან ორი საათის მანძილზე.
ექსპერტი ამბობს, რომ სახანძრო უსაფრთხოების ზომები შენობაში საკმარისი არ იყო.

მოსმენებზე გავიდა საგანგებო სამსახურებში შესული პირველი ზარი, რომელიც N16 ბინიდან იყო – მეორე ექსპერტის, პროფესორ ხოსე ტორეროს მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ში, მერილენდის უნივერსიტეტში კატასტროფის საწინააღმდეგო ცენტრის ხელმძღვანელია. როცა ცეცხლი გასცდა “მეორე სტადიას”, ანუ, მე-16 ბინიდან გარეთ გავიდა, აუცილებლად უნდა დაწყებულიყო ევაკუაცია – ტორერო თვლის.

გარდა ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ :

– შენობის მაცხოვრებლების უმრავლესობაში უსაფრთხოების წესების “უგულებელყოფის კულტურა” არსებობდა.
– შენობაში ბინების უმეტესობას ჰქონდა ცეცხლგამძლე კარი, რომლებიც 2011 წელს შეცვალეს, თუმცა, არც ძველი და არც ახალი კარები სახანძრო უსაფრთხოების წესებს არ შეესაბამებოდა.
– ლიფტებმა ცეცხლს ვერ გაუძლეს და გატყდა, რის გამოც მეხანძრეებს მაღალ სართულებზე ასასვლელად დრო დასჭირდათ, მცხოვრებლები კი ქვევით ჩამოდიოდნენ.
– კვამლისსაწინააღმდეგო ვინტილიაცია არასწორად მუშაობდა, რამაც ევაკუაციის და მეხანძრეების მუშაობა გაართულა.
– მეხარძრეებს თვითონ აჰქონდათ მაღალ სართულებზე წყალი – შენობის ცეცხლსაწინააღმდეგო მილი რეკომენდაციებს არ აკმაყოფილებდა როგორც აშენებისას, ასევე ხანძრის მომენტში.
– არსებული ნორმატივები და ტესტირების პროცედურები საშუალებას იძლევა შენობის მოსაპირკეთებლად რეგულალურად იქნეს გამოყენებული ადვილად აალებადი ელემენტები.

ექსპერტებმა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა ვერ შეძლეს, თუმცა, ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ ცეცხლი შენობის შიგნიდან დაიწყო, სავარაუდოდ, მინი-მაცივრიდან ან მის ახლოს N 16 ბინიდან. რისგან გაჩნდა ცეცხლი, უცნობია და არც იმის დამამტკიცებელი საბუთები არსებობს, რომ ცეცხლი მაცივრის გამო გაჩნდა.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა ექიმებმა ტერმინალური სტადიის მკერდის კიბო განკურნეს
შემდეგი სტატიამამა იოანე ოკუპანტებმა გაათავისუფლეს