მამა იოანე ოკუპანტებმა გაათავისუფლეს

მამა იოანე ოკუპანტებმა გაათავისუფლეს – დირბის ეკლესიის წინამძღვარის გასათავისუფლებლად საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებს ქართველ სამართალდამცველებთან ერთად საპატრიარქოც აწარმოებდა. მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მამა იოანე ოხანაშვილის გათავისუფლება რუსეთის საპატრიარქოსაც სთხოვეს. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ამ წუთებში მამა იოანე ოხანაშვილი გორში პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და ქართველ სამართალდამცველებს მისი დაკავების დეტალებზე ჩვენებას აძლევს.
ერთ-ერთი ვერსიით, რუსმა ოკუპანტებმა მამა იოანე ოხანაშვილი საკუთრი სახლიდან გაიტაცეს, რადგან ადგილზე მისულ სოფლის მცხოვრებლებს და სხვა სასულიერო პირებს მისი სახლის კარი ღია დახვდათ. იქვე იყო მისი კუთვნილი ავტომობილი და ტელეფონიც.
მამა იოანე დირბიდან ხშირად გადადიოდა ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სადაც წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს. დირბის ეკლესიის წინამძღვარი საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფელში საფლავებსაც უვლიდა, თუმცა პრობლემები არასოდეს შექმნია.

banner
წინა სტატიაშიხანძარი გრენფეკ-თაუერში – ექსპერტები უსაფრთხოების კატასტროფულ დარღვევებზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაერდოღანის კარიკატურის გამო მხატვარი დააპატიმრეს