კადიროვს ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე კონკურენტი გამოუჩნდა

ჩეჩნეთში მეწარმეების უფლებების დამცველი, იდრის უსმანოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინეს. ჯერჯერობით ის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატია – უსმანოვი აღორძინების პარტიამ წარადგინა.

მიმდინარე კვირას პარტიამ “ედინაია რასსია” კადიროვი სახელმწიფოდ დუმას დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რეგიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისი დრო ამოიწურა და რომ სახელმწიფომ სხვა ადამიანი უნდა იპოვოს.
იდრის უსმანოვი ჩეჩნეთის სახალხო კრების დეპუტატი იყო 2005 წლიდან. 2008 წელს – რესპუბლიკის პარალმენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2013 წლიდან – კადიროვმა მას რეკომენდაცია გაუწოა მეწარმეების უფლებების დამცველად.

რესპუბლიკის ხელმძღვანელის არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშინემცოვის მკვლელობის საქმე სასამართლოს გადაეცა
შემდეგი სტატიანავთობ Brent-ის ფასმა 50$-ს მიაღწია