ჯონ ქერი: პრეზიდენტს სურს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” განადგურება დაჩქარდეს

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განმარტებით, აშშ “ისლამური სახელმწიფოს” სწრაფად ლიკვიდაციისთვის ახალ გზებს ეძებს. მისივე თქმით, ბარაქ ობამა მთავრობასთან ერთად მუშაობს ახალი კონცეფციის შესაქმნელად “ბოევიკებთან” ბრძოლის დასაჩქარებლად.

ქერის ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანზე მუშაობა ამერიკის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ პარიზის ტერაქტებამდე დაიწყო, ზოგიერთზე კი ამ ტერაქტების შემდეგ. თუმცა, ჯონ ქერის არ დაუკონკრეტებია “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის რა სტრატეგია მუშავდება.სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, არ აპირებს მიწისზედა ოპერაციების განხორციელებას სირიაში. ის შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთთან თანამშრომლობას, მაგრამ გარკვეულ პირობებში..

“მთავარი საკითხია “ისლამური სახელმწიფოს” განადგურება სირიასა და ერაყში. ვისურვებდი, რომ ჩვენი ოპერაცია უფრო სწრაფად მიმდინარეობდეს. პრეზიდენტს სურს, რომ ოპერაცია დაჩქარდეს,”-აგანცახადა ჯონ ქერიმ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო გავრცელდა მოსახლეობაში პანიკის დათესვის მიზნით
შემდეგი სტატიამეთერთმეტე საუკუნის ილორის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს სოფელ ილორში, ოჩამჩირის რაიონში