მეთერთმეტე საუკუნის ილორის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს სოფელ ილორში, ოჩამჩირის რაიონში

მეთერთმეტე საუკუნის ილორის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს სოფელ ილორში, ოჩამჩირის რაიონში

მეთერთმეტე საუკუნის ილორის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს სოფელ ილორში, ოჩამჩირის რაიონშიილორის ეკლესიის მშენებლობაზე არსებობს ხალხური თქმულება: „ერთმა ადგილობრივმა თავადმა ტყეში ირემი დაჭრა, მაგრამ ცხოველმა შეძლო ეკალ-ბარდებში მიმალვა. მონადირე გაედევნა ირემს და მის სისხლიან კვალს მიჰყვა, რომელმაც უძველეს სიწმინდესთან მიიყვანა. ირემს თავი დაედო ჯვრიანი გამოსახულების ქვაზე და თავადი მიხვდა, რომ ცხოველს მფარველობს წმინდა გიორგი. თავადმა არ მოკლა ირემი და ბრძანება გასცა, იმ ადგილას აეშენებინათ ტაძარი“.
რუსი ბოტანიკოსის ალბოვის თანახმად, რომელიც ბევრს მოგზაურობდა აფხაზეთში და სწავლობდა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, სამურზაყანოს და აბჟუას მოსახლეობისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო წმ. გიორგის გამოსახულების წინაშე მიცემული ფიცი.ეს სასწაულმოქმედი გამოსახულება უძველესი დროიდან ცნობილია აფხაზეთის ფარგლებს გარეთაც.
ითვლებოდა, რომ ილორის ეკლესიაში წარმოთქმულინებისმიერი თხოვნაყველა ასრულდებოდა. მიმლოცველები და მოგზაურები ცდილობდნენ მოხვედრილიყვნენ ილორის ტაძარში. ბევრმა მათგანმა საინტერესო ჩანაწერები დატოვა ტაძრის შესახებ. XVII საუკუნის იტალიელმა მისიონრებმა, არქანჯელო ლამბერტიმ და ქრისტოფორე კასტელმა აღწერეს, თუ როგორ აწყობდნენ შუა საუკუნეებში ეკლესიასთან დიდ ბაზრობებს, რომლებზედაც ხალხი დასავლეთ კავკასიის რაიონებიდანაც ჩამოდიოდა.

მეთერთმეტე საუკუნის ილორის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს სოფელ ილორში, ოჩამჩირის რაიონში
წმ. გიორგის კულტი გადახლართულია ხარის კულტთან. ლამბერტი აღწერს ე.წ. ილორის სასწაულს.დღესასწაულის წინა ღამეს, ილორის ეკლესიის მფარველისადმი მიძღვნილ ტაძარში, რომლის კარები ჩაკეტილია და დალუქულია, ჩნდება ოქროსრქიანი ხარი. ხალხური გადმოცემის თანახმად, ხარი თავად წმინდანს მოჰყავდა. ხარს კლავდნენ, ხორცს კი ურიგებდნენ მორწმუნეებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ხორცი სამკურნალოა. მიუხედავად კერპთაყვანისმცემლური ფესვების, დღესასწაული ხელს უწყობდა ქრისტიანული სულის შენარჩუნებას ადამიანებში თურქების ბატონობის დროს.

banner
წინა სტატიაშიჯონ ქერი: პრეზიდენტს სურს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” განადგურება დაჩქარდეს
შემდეგი სტატიაგიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული ზუგდიდში