ზვიად კვაჭანტირაძე: ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო გავრცელდა მოსახლეობაში პანიკის დათესვის მიზნით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, გასაოცარია, რომ ისლამის იდეალების დაცვა მხოლოდ ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს უწევს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო გავრცელდა მოსახლეობაში პანიკის დათესვის მიზნით. ერთი და მეორე – ამ ახალგაზრდების თვითწარმოჩენის მიზნით – აი, რა მაგარი ბიჭები ვართ. სხვა აზრი მე ამ ვიდეო მიმართვაში ვერ დავინახე. მინდოდა უბრალოდ შეკითხვები დამესვა ჩვენი საზოგადოებისთვის, ნუთუ მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უნდა დაიწყოს იმაზე საუბარი ჩვენ ქყვენაში, რომ ისლამი ნამდვილად მშვიდობის მქადაგებელი რელიგიაა?! ცოტა გასაოცარია, რომ ისლამის იდეალების დაცვა ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს უწევს მხოლოდ, სად არიან ამ დროს საზოგადოების დანარჩენის წევრები, მუსლიმური თემების ხელმძღვანელები. მათ აქვთ საშუალება, სოციალური ქსელი, ასევე, სხვა გამოხატვის საშუალებები, სადაც აქვთ აზრის დაფიქისრების საშუალება. რატომ არ არის მყისიერი რეაქცია მათი მხრიდან, მსგავს გამოსვლებზე? ჩემი აზრით, კრიტიკას ვერ უძლებს ასეთი დამოკიდებულება, მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა აღიმაღლონ ხმა და ყველანაირად უნდა შეეცადონ, რომ მსგავსი დაშინების საბაბი, ქართველ მუსლიმ მოსახლეობას და ზოგადად ქართველ მოსახლეობას მეორეჯერ აღარ მისცენ“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, საქართველოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთელი რიგი ღონისძიებები დაიგეგმა, მათ შორის, გაძლიერებულია კონტროლი საზღვრებზე, ასევე, აეროპორტში.

„ხელისუფლებამ მიიღო შესაბამისი ზომები, იმ ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა ევროპაში. შესაბამის ზომებში იგულისხმება, რომ მნიშვნელოვნადაა გაძლიერებული დაცვები ყველა სტრატეგიული ობიექტების, აეროპორტის, საზღვრის დაცვა, მონიტორინგია გაძლიერებული, იმ რეგიონებში, სადაც შეიძლება იყოს რაიმე საფრთხე მაინც ტერორიზმთან დაკავშირებით, იგეგმება ძალიან აქტიურად მთელი რიგი სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები. დამერწმუნეთ, ეს ის თემაა, რომლის დეტალებზე საუბარიც არ ღირს. არის რაღაცეები, რისი ზედმეტი გასაჯაროვება მიზანშეწონილი არ არის. ეს სერიოზული გამოწვევაა ყველა ჩვენგანისთვის და იმ ქვეყნებისთვის, ვისთვისაც ძვირფასია მშვიდობა და ჩვენ ამაში ჩვენი რაციონალური წვლილი უნდა შევიტანოთ, აჟიოტაჟის გარეშე“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიტარიელ ნაკაიძე: სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დაიცვას მუსლიმების უფლებები
შემდეგი სტატიაჯონ ქერი: პრეზიდენტს სურს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” განადგურება დაჩქარდეს