ირანში ბავშვებს ასადის რეჟიმის დასაცავად ბრძოლას სთავაზობენ

ირანში ბავშვებს ასადის რეჟიმის დასაცავად ბრძოლას სთავაზობენ

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ვიდეოკლიპი აჩვენა, სადაც ბავშვებს მოუწოდებენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმის დასაცავად დადგნენ – The International Business Times-ი წერს. კლიპში მოზარდებს იარაღი უჭირავთ და მღერიან სიმღერას: „მოწამეები, რომლებიც წმინდანებს იცავენ“. სიმღერის აზრი გამოიხატება იმაში, რომ ბავშვები მზად არიან საკუთარი სიცოცხლე ერაყის და სირიის გასანთავისუფლებლად შესწირონ, ასევე „ჩავიდნენ იერუსალიმამდე“.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვიდეო რგოლი ირანის ოპოზიციამ გააკრიტიკა. კრიტიკოსებს კი ირან-ერაყის 80-იანი წლების ომი გაახსენა, სადაც ბავშვი-ჯარისკაცები იბრძოდნენ. ოპოზიციის თქმით, აღნიშნულ ომში ბავშვებს იყენებდნენ გზების ნაღმებისგან გასაწმენდად – მათ დანაღმულ ადგილებში უშვებდნენ.

banner
წინა სტატიაშინატო რუსეთის საზღვრებთან 4 ათას სამხედროს დააყენებს
შემდეგი სტატიაუფლებადამცვეელბმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დახოცილი ადამიანების სტატისტიკა გამოაქვეყნეს