ნატო რუსეთის საზღვრებთან 4 ათას სამხედროს დააყენებს

ნატო რუსეთის საზღვრებთან 4 ათას სამხედროს დააყენებს

ნატონატოს დასავლელი მოკავშირეები პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ნატოს ეგიდით რუსეთთან საზღვარზე 4 ათას სამხედრო მოსამსახურეს დააყენებენ – The Wall Street Journal-ი წერს. ამის მიზეზად დასახელებულია „მოსკოვის მიერ სამხერო აქტიურობის გაზრდა“ ლიტვა, ლატვია და ესტონეთთან, სადაც „დაძაბულობა იზრდება“. სამხედრო ჩინოვნიკები რუსეთის ნაბიჯებს როგორც „აგრესიულს“ აფასებენ.
წინასწარი მონაცემებით, აშშ ორ ბაატლიონს აგზავნის, გერმანია და დიდი ბრიტანეთი კი თითო-თითოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებმა თებერვალში უკვე გამოთქვეს თანხმობა.
გერმანიის მთავრობამ გუშინ განაცხადა, რომ ივლისის ვარშავას სამიტისთვის ლიტვაში უკვე იქნება ნატოს ბატალონი შეყვანილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სააღდგომო ლიტურგიას დმანისის სიონის ტაძარში დაესწრნენ
შემდეგი სტატიაირანში ბავშვებს ასადის რეჟიმის დასაცავად ბრძოლას სთავაზობენ