ირანელმა მეზღვაურებმა ამერიკული სამხედრო გემისგან მოთხოვეს ომანის ყურე დაეტოვებინა, ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ამერიკელები გააფრთხილეს, რომლის შემდეგაც სიტუაცია დარეგულირდა, ხოლო გემმა ადგილი დატოვა.
ირანის სამხედრო ძალების განცხადებით, ეს ამერიკელების მხრიდან პროვოკაციული სვლა იყო.