Berliner Zeitung-ის მიმართ რუსი გოგონას შესახებ სტატიის შემდეგ მუქარები დაიწყო

გერმანულმა გამოცემა Berliner Zeitung-მა პოლიციას მიმართა ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებლის გამო, რომელიც გაზეთის თანამშრომლებს დაემუქრა. სტატია ეხებოდა რუს გოგონა ლიზას, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა.
გაზეთმა 26 იანვარს გამოაქვეყნა სტატია “ჩვენგან საკმარისია”, ტექსტში ნათქვამია, რომ ფეისბუქიდან და ტვიტერიდან სტატიის ავტორის ანდერს კოპიცას მიმართ მუქარები არ წყდება, რომელმაც პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გატაცებული ბავშვი არ ყოფილა გაუპატიურებული, როგორც ამას რუსული მედია და გერმანიაში მცხოვრები რუსები ამბობენ.

იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ბერლინის პროკურატურამ 13 წლის ლიზას გატაცებაში ორი ეჭვმიტანილი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ არაფერი აქვთ საერთო მიგრანტებთან, ერთი მათგანი თურქეთის მოქალაქეა და მეორე გერმანიის. პროკურატურა ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ არა აქვთ ცნობები გოგონას გატაცების და გაუპატიურების შესახებ. სავარაუდოდ, ეჭვმიტანილები გოგონასთან სექსუალურ კონტაქტში, მისივე თანხმობით, სკოლაშივე შევიდნენ და არა მაშინ, როცა გოგონა 30 საათით დაიკარგა. გამოძიება გრძელდება.
ლიზა, მისი მშობლების თქმით, 11 იანვარს სკოლისკენ გზაში დაიკარგა. ის 30 საათის შემდეგ ქუჩაში იპოვეს. როგორც გოგონას ოჯახის წევრები ამტკიცებენ, ლიზა გამტაცებლებმა გააუპატიურეს.

banner
წინა სტატიაშიირანელმა მეზღვაურებმა ამერიკული გემი სწავლების ზონიდან გააგდეს
შემდეგი სტატიადანიაში ზიკის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა