თურქეთის პოლიციამ ინჯირლიკის ავიაბაზაზე ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ჩხრეკის დროს დააკავეს შვიდი სამხედრო.
ორი დღის წინ სააგენტო Anadolu იტყობინებოდა, რომ ამბოხთან დაკავშირებით ავიაბაზის მეთაური გენერალი და 11 ჯარისკაცი დააკევს. 16 ივლისს ასევე ცნობილი გახდა, რომ ინჯირლიკის ავიაბაზა რამდენიმე საათით ბლოკირებული იყო.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მდებარე საჰაერო ავიაბაზას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე ავიადარტყმებისთვის იყენებს.