საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს თურქეთში მიემგზავრება. გიორგი კვირიკაშვილი ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას დაესწრება
“გუშინ მქონდა საუბარი თურქეთის პრემიერმინისტრთან და ვიზიტი ძალაში რჩება. მე მგონია, რომ ძალიან კარგია, რომ ცნობილი მოვლენების შემდეგ, ეს იქნება კიდევ ერთხელ თურქეთის დემოკრატიული განვითარებისადმი მხარდაჭერისა და ჩვენი მეგობრობის გამოხატულება,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.