ინჯირლიკის ავიაბაზაზე ჩხრეკა ჩატარდა

Turkish Police Force Raids Incirlik Airbase

თურქეთის პოლიციამ ინჯირლიკის ავიაბაზაზე ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ჩხრეკის დროს დააკავეს შვიდი სამხედრო.

ორი დღის წინ სააგენტო Anadolu იტყობინებოდა, რომ ამბოხთან დაკავშირებით ავიაბაზის მეთაური გენერალი და 11 ჯარისკაცი დააკევს. 16 ივლისს ასევე ცნობილი გახდა, რომ ინჯირლიკის ავიაბაზა რამდენიმე საათით ბლოკირებული იყო.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მდებარე საჰაერო ავიაბაზას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე ავიადარტყმებისთვის იყენებს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის მატარებელში 17 წლის ავღანელმა 25 ადამიანი დაჭრა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი დღეს თურქეთში მიემგზავრება