ილონ მასკმა მორიგი რაკეტა გაუშვა

ამერიკულმა კერძო კომპანია SpaceX-მა, რომელიც ილონ მასკმა დააარსა, დღეს, 6 მარტს, უკვე 50-ჯერ გაუშვა რაკეტამატარებელი Falcon 9. მის ბორტზე ესპანეთის სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი Hispasat 30W-6 იდო. 33 წუთიანი ფრენის შემდეგ, რომელიც ფლორიდადან, კერძოდ, კი კანავერალიდან დაიწყო, აპარატი წარმატებით გავიდა გეოსტაციონარულ ორბიტაზე.

Hispasat უმსხვილესი გეოსტაციონარული თანამგზავრია და ის 6 ტონას იწონის. მისი დანიშნულებაა სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევა ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილს ნ სავარაუდოდ ორ დღეში გადმოასვენებენ
შემდეგი სტატიაკიმ ჩემ ინმა სამხრეთ კორეის დელეგაციას ოთხსაათიანი სადილით უმასპინძლა