კიმ ჩემ ინმა სამხრეთ კორეის დელეგაციას ოთხსაათიანი სადილით უმასპინძლა

ჩრდილოკორეელმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სეულის დელეგაციას განუცხადა, რომ მათთან “ენერგიული დაახლოება” სურს – ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
აქამდე კიმ ჩენ ინი, რომელიც ჩრდილოკორეულ რეჟიმს მამის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალებიდან 2011 წლიდან ხელმძღვანელობს, სამხრეთ კორეის ოფიციალურ პირებს არასდროს შეხვედრიან, მეტიც, უცხოელებს ის ძალიან იშვიათად იღებს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჩჟენ ინის დელეგაციამ ინს წერილი გადასცა, სადაც მას სამიტის ჩატარებას სთავაზობს, რაზეც ჩრდილოეთ კორეის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მათგან თანხმობა მიიღეს.

მოლაპარაკებების შემდეგ, რომელმაც “გულახდილ გარემოში” ჩაიარა, კიმ ჩენ ინმა თანამოსაუბრეები სადილზე დაპატიჟა, სადაც მასთან ერთად მაგიდასთან მისი მეუღლე და და ისხდნენ. სადილმა, ასევე, “თბილ გარემოში ჩაიარა, რომელიც თანამემამულეებისადმი სიყვარულით იყო განმსჭვალული” – სააგენტო ავრცელებს. სადილის მენიუ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სააგენტოს ცნობით, სადილმა ოთხ საათს გასტანა.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან ერთმანეთთან, მათ ურთიერთობა, ფაქტობრივად, ზამთრის ოლიმპიადიდან დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშიილონ მასკმა მორიგი რაკეტა გაუშვა
შემდეგი სტატიაროგორ მოწამლეს რუსი აგენტი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში