გიორგი მარგველაშვილი: უნდა დავხვეწოთ საბიუჯეტო სახსრების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება

news
: news თებერვალი 3, 2016 14:45

გიორგი მარგველაშვილი: უნდა დავხვეწოთ საბიუჯეტო სახსრების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიიჩნევს, რომ საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტიანად გამოყენება უნდა მოხდეს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.

“ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა ასევე გულისხმობს სოფლის მეურნეობის წახალისებას, მისი ბიზნესად ჩამოყალიბების მიმართულებით. მნიშვნელოვანია ურბანიზაციის ჯანსაღი პროცესის სტიმულირება, მიწის ბაზრის სწორი განვითარება. ინფრასტრუქტურის განვითარებას ტურიზმის ხელშესაწყობად, სატრანსპორტო არტერიების გასწვრივ სასაწყობე და ლოჯისტიკური პროექტების ხელშეწყობას. ყველა იმ პროექტის უსწრაფეს დაძვრას, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ზრდის დოვლათს. ამავდროულად, ეკონომიკური ზრდა უნდა განვიხილოთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. ერთი მხრივ, ეკონომიკური განვითარება, მეორე მხრივ კი ეკოლოგიისა და კულტურის დაცვა არასდროს ქმნიან დაუძლეველ დილემას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ბუნებისა თუ კულტურული სივრცის დეგრადირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ ყოველი ახალი საინვესტიციო წინადადება აკმაყოფილებდეს საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტებს გარემოსა და კულტურული მემკვიდეობის დაცვის სფეროში.

“სწორედ ეკონომიკური განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შევინარჩუნოთ ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა, ვუპასუხოთ ჩვენი კონსტიტუციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, ევროპული სტანდარტის პოსტულატს, რომ მიზნად ვისახავთსოციალური სახელმწიფოს შენებას. ამასთან ერთად, უნდა დავხვეწოთ საბიუჯეტო სახსრების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება, მათ შორის სოციალური მხარდაჭერის დიფერენცირების გზით, უნდა განვავითაროთ სოციალური ინფორმაციის მენეჯმენტის სისტემა, გავაგრძელოთ საპენსიო რეფორმა. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელებული პოლიტიკის უმთავრესი მიზანი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის შვების მიცემაა. ამიტომ, სირთულეების მიუხედავად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდეს და განვითარდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის პოლიტიკა, რადგან ასე ჩვენ ვიცავთ ყველაზე ფასეულს – ჩვენ მოქალაქეთა სიცოცხლეს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

news
: news თებერვალი 3, 2016 14:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics