“მივესალმები პრემიერ-მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად”

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე.

როგორც პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის მიესალმება ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას.

“საქართველო უნდა აჰყვეს დღევანდელი ცივილიზაციის რიტმსა და მაჯისცემას. მუდმივად ცვლად, გავითარებად სამყაროში აუცილებელია ჩვენი შესაძლებლობებისა და კონკურენტული უპირატესობების სწრაფი და ეფექტური ათვისება. 2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. ამიტომ, სახელმწიფომ დიდი სამუშაო უნდა გასწიოს მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებით და ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდით კაპიტალის გლობალურ ბაზარზე. ამ თვალსაზრისით, მინდა მივესალმო პრემიერ-მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული რეფორმები; ბიზნესის ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებები; აქცენტი რეგიონულ განვითარებასა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე; განსაკუთრებით მინდა გამოვყო განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების ინიციატივა. ხარისხიანი განათლების სტანდარტის დამკვიდრებით საქართველომ უნდა უპასუხოს თანამედროვე კონკურენციის მაღალ მოთხოვნებს. რეფორმის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს. საჭიროა პოლიტიკური ნება რეფორმის იმგვარად განსახორციელებლად, რომ განათლების სისტემამ საზოგადოების გრძელვადიან ინტერესებს უპასუხოს. ჩვენ განათლებული თაობა უნდა ვაქციოთ ცოდნაზე დამყარებული და პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოების მთავარ მამოძრავებელ ძალად”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: უნდა დავხვეწოთ საბიუჯეტო სახსრების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება
შემდეგი სტატიაპოლიტიკური ან პირადი დაპირისპირება არ უნდა გამოიხატოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და პროცესების შელახვაში