გერმანული გაზეთი ცაიტი მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს

გავლენიანი გერმანული გაზეთი ცაიტი მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ოდესის გუბერნატორის წარდგენისას ავტორი წერს, რომ ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, ახლა კი უკრაინაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია.

შტეფან დობბერტი წერს, რომ სააკაშვილი უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ყოველდღიურად ატარებს ანტიკორიფციულ ფორუმებს, რის გამოც მისი პოპულარობა სწრაფად გაიზარდა და ის უკრაინელებისთვის ერთგვარ იმედის სიმბოლოდ იქცა.

ჟურნალისტი იხსენებს სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებსაც, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 12% მზად იყო, მხარი დაეჭირა სააკაშვილის ანტიკორუფციული პარტიისთვის იმის მიუხედავად, რომ მსგავსი პარტია საერთოდ არ არსებობდა.

ინტერვიუს დროს სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს და მკაცრად აკრიტიკებს პრემიერ იაცენიუკს.

ოდესის გუბერნატორის თქმით, არსენი იაცენიუკმა ხალხის ნდობა დაკარგა და მან პოსტი უნდა დატოვოს.

banner
წინა სტატიაში,,თოფაძემ უკვე თქვა დათქვენ რაღა უნდა გამოიძიოთ, @@@ ვისი იყო”- სარიშვილი მთავრობას
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილმა გორის რაიონის საზღვრიპირა სოფელ ჯარიაშენში რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიზე კილომეტრზე მეტი ფეხით გაიარა