შალვა ნათელაშვილმა გორის რაიონის საზღვრიპირა სოფელ ჯარიაშენში რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიზე კილომეტრზე მეტი ფეხით გაიარა

დღეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გორის რაიონის საზღვრიპირა სოფელ ჯარიაშენში რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიზე კილომეტრზე მეტი ფეხით გაიარა, რა დროსაც რუსმა ჯარისკაცებმა შეწყვიტეს გუშინ დაწყებული გზის სამუშაოები და მიიმალნენ.

სჰალვა

 

 შალვა ნათელაშვილმა რუსულ მხარეს მათ მიერ მიტაცებულ-მითვისებული ტერიტორიიდან სპეციალური მიმართვა გაუგზავნა „როგორც ქრისტიანებმა უნდა იცოდეთ, რომ ამ მიტევების კვირას თქვენ არ უნდა ღობავდეთ სხვის ტერიტორიას, არ უნდა ითვისებდეთ ქართველების ძირძველ მიწას, ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხიგება ამ დანაშაულზე
საქართველოს გულის დაჭრა-დაჩეხვა ხორციელდება ყოველწუთიერად, ვინაიდან არავინაა პატრონი, ივანიშვილის რეჟიმი დაკავებულია პორნო სკანდალებითა და ხეების ამოგლეჯვით, არ აინტერესებთ აქ რა ხდება. ოკუპანტებს კი საკუთარი რუკები აქვთ ადწერილი და რასაც უნდა იმას გადაწევენ და გადმოწევენ. ასე მალე გორამდე, თბილისამდე ჩამოვლენ, თუ დროულად ახლავე უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას არ მოითხოვს მთავრობა. მე ხვალვე, ამერიკის შეერთებული შტატების მთვარობას, სენატსა და კონგრესს ვთხოვ დაადოს რუსეთის უმაღლსეს ელიტას სანქციები იმ მოქმედებისათვის რაც აქ ხორციელდება, ასევე მათ ანგარიშებს ბანკებში.
ბიძინა ივანიშვილი კაი ხანია გარიგებულია კრემლთან იმის თაობაზე, რომ რუსეთი გადაღობავს აგერ ქართლის მინდორ-ველებს და საქრათველოს მთავრობა იქნება ჩუმად. ეს არის სამშობლოს ღალატი, თუმცა, ივანიშვილისთვის სამშობლო არის იქ, სადაც მისი ფულები ინახება. 44 ადამიანის სახლ-კარი გაანადგურეს, აგერ ამოძირკვეს ხეები, ბაღები, ვენახები და მინისტრთა კაბინეტის არცერთი წევრი აქ არ არის. საქართველოს მთავრობას არ მოუთხოვია ჯერ გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა, არ მოუთხოვია სანქციების გატარება რუსეთზე, არ აღუძრია საქმე სეპარატისტთა ლიდერებზე და არ გადაუცია ინტერპოლისთვის ისინი რომ იყვნენენ ძებნაში, რათა ცხვირი ვერ გაყონ აი ამ ბუნაგებიდან სადაც სხედან. ესენი თუ არ გააკეთებენ ამას ჩვენ მოვალთ მალე ხელსიუფლებაში და ამას გავაკეთებთ ჩვენ. მერე დავინახავთ ვინ რას გადაღობავს!-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგერმანული გაზეთი ცაიტი მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს
შემდეგი სტატიამაკა ჩიჩუა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულის ოფიციალურ გახსნას დაესწრო