გერმანიის პოლიციის ცნობით მიუნხენში განხორციელებული სროლის ავტორს კავშირი ბრეივიკთან ჰქონდა

მიუნხენში განხორციელებული მასობრივი სროლის ავტორს ბრეივიკთან ჰქონდა კავშირი. თუმცა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რა კავშირზეა საუბარი.

breiviki

ამის შესახებ ინფორმაციას BBC გერმანიის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის პოლიციის განცხადებით, მიუნხენის თავდამსხმელი დეპრესიული პიროვნება იყო და შესაბამის წამლებსაც ღებულობდა.

უწყების ინფორმაციით, თინეიჯერი თავდამსხმელი თავის ოთახში თავდასხმის შესახებ წიგნებს და სატატიებს აგროვებდა. მათი თქმით, “ნათელი კავშირი” არსებობს ალი სონბოლსა და ნორვეგიელ ტერორისტ, ანდერს ბრეივიკს შორის.

მიუნხენში, სავაჭრო ცენტრთან გუშინ განხორციელებული მასობრივი სროლის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და დაშავებულია 27 ადამიანი, რომელთაგან სამი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია.

უკვე ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც. გერმანული მედიის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ეროვნებით ირანელმა, ალი დევიდ სონბოლიმ, გახსნა. ის გერმანიის მოქალაქეა და ბოლო ორი წლის განმავლობაში მიუნხენში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

banner
წინა სტატიაშიჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე მდ. ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი დაიწყო
შემდეგი სტატიამიუნხენის თავდამსხმელი ფსიქიკური ავადმყოფი იყო