მიუნხენის თავდამსხმელი ფსიქიკური ავადმყოფი იყო

მიუნხენის თავდამსხმელი ფსიქოლოგიურად ავადმყოფი იყო

1გამოძიების ვერსიით, მიუნხენის თავდამსხმელი ფსიქიკური  ავადმყოფი იყო – ამის შესახებ დღეს პროკურორმა ტომას შტაინკრაუს-კოხმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა -წერს “დოიჩე ველე”. პროკურორმა აღნიშნა, რომ 18 წლის გერმანელი, ირანული წარმოშობის, რომელიც გუშინდელ თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილია, ექიმთან იყო აღრიცხვაზე.
მან თავდასხმისას ცხრა კალიბრის რევოლვერი გამოიყენა, მის ზურგჩანთაში 300 პატრონა იპოვეს. ის სკოლის მოსწავლე იყო. მისი ოთახის ჩხრეკისას, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ბევრი მასალა იპოვეს, სადაც ერთი ადამიანის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე იყო ინფორმაციები.
პოლიცია ავრცელებს, რომ მას აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს “თავშესაფრისმაძიებელთა თემასთან”. ასევე, არ იქნა ნაპოვნი არანაირი მტკიცებულება, რომ ის “ისლამურ სახელმწიფოსთან” იყო კავშირში.
სამართალდამცველები თვლიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცზე დიდი გავლენა იქონია ანდერს ბრეივიკმა, რომელმაც ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მიუნჰენის თავდასხმისას დაიღუპა 9 ადამიანი, 27 დაიჭრა, აქედან 10 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის პოლიციის ცნობით მიუნხენში განხორციელებული სროლის ავტორს კავშირი ბრეივიკთან ჰქონდა
შემდეგი სტატიაN5 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მონაწილეობით თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა