გერმანიაში 89 წლის ნაცისტ-ბებიაზე ძებნა გამოცხადდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 8, 2018 01:42

გერმანიაში 89 წლის ნაცისტ-ბებიაზე ძებნა გამოცხადდა

გერმანიის პოლიციამ 89 წლის ქალზე ძებნა გამოაცხადა, რომელიც არა ერთხელ იყო განსასჯელის სკამზე ჰოლოკოსტის უარყოფის გამო – “ლოკალი” წერს. ურსულა ხავერბეკი, რომელსაც გერმანული მედია “ნაც-ბებიას” უწოდებს, 2017 წელს რვა მუხლით იყო ბრალდებული და მას 2 წლით კოლონიაში ყოფნა მიესაჯა. “განსასჯელი თვითონ უნდა გამოცხადებულიუო ციხეში 23 აპრილს, მაგრამ არ მისულა. ამიტომ, მის დაპატიმრებაზე ორდერი გაიცა” – ნათქვამია პროკურორის განცხადებაში. ამასთანავე, ქალის პოვნა და დაპატიმრება ვერ მოხერხდა.

“ნაცი-ბებია” ულტრამემარჯვენე ცენტს ეკუთვნოდა, რომელიც ნაცისტურ პროპაგანდას ეწეოდა. ის 2008 წელს დახურეს. ხავერბეკი რამდენჯერმე აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე იმის გამო, რომ ირწმუნება, რომ ოსვენცემი სიკვდილის ბანაკი არ ყოფილა და რომ ეს ისტორიულად არ არის დადასტურებული. გარდა ამისა, ის ტელევიზიითაც გამოდიოდა და ამბობდა, რომ ჰოლოკოსტი ისტორიაში უდიდესი ტყუილია.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 8, 2018 01:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,625
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics