მელანია ტრამპი თავის პოლიტიკურ ინიციატივებზე ისაუბრებს

აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი ორშაბათს ღონისძიებას გამართავს, სადაც თავის პოლიტიკურ ინიციატივებზე ისაუბრებს, რომელიც ბავშვებზე ზრუნვას ეხება. როგორც პირველი ლედის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფანი გრიშემ განაცხადა, თანამედროვე საზოგადოებაში ბევრი პრობლემაა, რომელსაც ბავშვები ეჯახებიან და ქალბატონი ტრამპის ინიციატივაა ამ პრობლემებთან გამკლავება. გრიშემის თქმით, პრეზიდენტის მეუღლე სხვა საკითხებსაც შეეხება, რომლითაც ის წარსულში იყო დაკავებული. პირველი ლედის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სოციალური ქსელები და მათი ბავშვებზე ზეგავლენა იქნება. მეორე პრიორიტეტული საკითხია ოპიუმის ეპიდემია ამერიკაში და როგორ ეხება ის ბავშვებს.

2017 წელს გაეროში თავის გამოსვლისას მელანია ტრამპმა რამდენიმე პრობლემაზე ისაუბრა, რასაც ბავშვები ეჯახებიან. ერთ-ერთი მათგანი იყო ბულინგი ინტერნეტში, ასევე სიღარიბე და დამოკიდებულებების სხვადახვა ფორმები.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში 89 წლის ნაცისტ-ბებიაზე ძებნა გამოცხადდა
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ვარკეთილში – სინთეტიკური ნარკოტიკით ვაჭრობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკვეს ​