ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად გალი გამოცხადებულია სამხედრო ქალაქად. გადაწყვიტილება ამის თაობაზე აფახზურმა და რუსულმა მახარეებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, გალის ტერიტორიაზე დამატებით კიდევ 25-მდე რუსული სამხედრო საგუშაგო განთავსდა.
გალის რაიონის ზოგიერთი სოფელი ოჩამჩირის რაიონს, ხოლო ზოგი – ტყავრჩელის რაიონს მიაკუთვნეს. ამიერიდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს “სამხედრო ქალაქში” საშვის გარეშე არ შეუშვებენ. საშვი მათ უნდა წარმოადგინონ ე.წ “ერის წყალზე” მდებარე რუსულ საგუშაგოში.