გალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა

galiiiiiოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად გალი გამოცხადებულია სამხედრო ქალაქად. გადაწყვიტილება ამის თაობაზე აფახზურმა და რუსულმა მახარეებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, გალის  ტერიტორიაზე დამატებით კიდევ 25-მდე რუსული სამხედრო საგუშაგო განთავსდა.

გალის რაიონის ზოგიერთი სოფელი  ოჩამჩირის რაიონს, ხოლო ზოგი – ტყავრჩელის რაიონს მიაკუთვნეს. ამიერიდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს “სამხედრო ქალაქში” საშვის გარეშე არ შეუშვებენ. საშვი მათ უნდა წარმოადგინონ ე.წ  “ერის წყალზე” მდებარე რუსულ საგუშაგოში.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან
შემდეგი სტატია(ვიდეო) სასამართლო ხელისუფლება არის ყველაზე სუსტი რგოლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით