გაერო – 2017 წელს ავღანეთში ოპიუმის წარმოება 87 %-ით გაიზარდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 15, 2017 16:16

გაერო – 2017 წელს ავღანეთში ოპიუმის წარმოება 87 %-ით გაიზარდა

მნიშვნელოვანი

  • ანგარიშის თანახმად, გასული ერთი წლის განმავლობაში ავღანეთში ოპიუმის მწარმოებლებმა საქმიანობა სხვა რეგიონებშიც გააფართოვეს და ჯამში 24 პროვინცია მოიცვეს. ამგვარად, ყაყაჩოს ნათესები გაჩნდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც აქამდე ნაკლებად იყო ჩართული ოპიუმის წარმოებაში.

სხვა სტატიები

2017 წელს ავღანეთში ოპიუმის წარმოება 87 %-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, რეკორდულად არის გაზრდილი ყაყაჩოს ნათესების ფართობი, რაც 328 ათას ჰექტარს აღწევს. სტატისტიკას გაერო ავრცელებს. გასულ წელთან შედარებით, ნათესების ფართობი 63%-ით არის გაზრდილი. შესაბამისი მონაცემები ნარკოტიკისა და დანაშაულის საკითხებზე მომუშავე გაერო-ს სამმართველოს ყოველწლიურ ანგარიშშია მოყვანილი.

ანგარიშის თანახმად, გასული ერთი წლის განმავლობაში ავღანეთში ოპიუმის მწარმოებლებმა საქმიანობა სხვა რეგიონებშიც გააფართოვეს და ჯამში 24 პროვინცია მოიცვეს. ამგვარად, ყაყაჩოს ნათესები გაჩნდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც აქამდე ნაკლებად იყო ჩართული ოპიუმის წარმოებაში.

ყველაზე ფართოდ ოპიუმის ყაყაჩოს ნათესები გავრცელებულია ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, ჰელმანდის პროვინციაში, სადაც ყაყაჩოს ნათესებს 144 ჰექტარი აქვს დაკავებული. მას მოსდევს ყანდაღარი – 28 ათასი ჰექტარი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 15, 2017 16:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics