გიორგი მარგველაშვილი სოფლის საჯარო ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სოფლის საჯარო ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული ის პროექტები შეაჯამეს, რომლებიც საჯარო ბიბლიოთეკების აღდგენა-მოდერნიზაცია-გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პროექტი 2014 წლიდან საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ჩართულობით ხორციელდება. დღეს საქართველოში 600-ზე მეტი რეგისტრირებული სასოფლო ბიბლიოთეკაა, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა.

ასევე, სპეციალური პროგრამით გადამზადდა 118 ბიბლიოთეკარი.

ამასთან, ამ პროექტის ფარგლებში სოფლის ბიბლიოთეკებს ინტერენტი მიეწოდათ.

banner
წინა სტატიაშიგაერო – 2017 წელს ავღანეთში ოპიუმის წარმოება 87 %-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიათბილისში მგელი დაიჭირეს