თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ქვეყნის დედაქალაქ აშხაბადში ახალი საერთაშორისო აეროპორტი გახსნა, რომლის მშენებლობაზეც ქვეყანამ 2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ობიექტს საათში 2 000 მგზავრის გაშვება შეუძლია. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 3,800 მეტრს შეადგენს.
სამგზავრო ტერმინალის შენობას ჩიტის ფორმა აქვს, რომელსაც ფრთები გაშლილი აქვს. მსგავსი ლოგო აქვს თურქმენულ ავიაკომპანიას Turkmenistan Airlines.