ევროპარლამენტის თამვჯდომარემ ევროკავშირის დაშლა ივარაუდა

ევროკავშირის არსებობა კითხვისნიშნის ქვეშ დგას, ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ათი წლის შემდეგ ის არსებული სახით ისევ იქნება – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმა განაცხადა.
“ევროკავშირს საშიშროება ემუქრება. ეჭვგარეშეა ის, რომ ახლანდელი მდგომარეობა სავალალოა” – განაცხადა მან. შულცის თქმით, არსებული კავშირის ალტერნატივა შესაძლებელია იქნეს “ნაციონალიზმი, საზღვრები და კედლები”.

აბსურდულია იმაზე ფიქრი, რომ ცალკე რომელიმე ქვეყანას შეუძლია ისეთ გამოწვევებს უპასუხოს, როგორიც არის მიგრაცია, ტერორიზმი, კლიმატის ცვლილება ან საერთაშორისო დანაშაული” – თქვა შულცმა.

უკანასკნელ პერიოდში ბრიუსელი არა ერთხელ დაადანაშაულეს მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის უუნარობაში, ამბობს შულცი და მაგალითად მოყავს მიგრაციის კრიზისის დარეგულირების უუნარობა, რადგანაც ძირითადი დატვირთვა აღნიშნული კრიზისისას მხოლოდ ხუთ ქვეყანაზე: საბერძნეთი, იტალია, გერმანია, ავსტრიასა და შვედეთზე იყო.
მილიონი ლტოლვილის 28 ქვეყანაზე გადანაწილება, ცხადია, პრობლემას არ გაართულებდა – თვლის შულცი.

banner
წინა სტატიაში66 წლის პრიმადონას ფოტოსესია-რუსული მედია შოკშია+ ფოტო
შემდეგი სტატია“მარჯვენა სექტორი” პოროშენკოს ემუქრება