“მარჯვენა სექტორი” პოროშენკოს ემუქრება

ორგანიზაცია “მარჯვენა სექტორის” წარმომადგენელი არტიომ სკოროპადსკი უკრაინის პრეზიდენტის მისამართით მუქარით გამოვიდა – შესაბამისი განცხადება მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
“სამის განცხადება (იგულისხმება უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერი და უმაღლესი რადას თავმჯდომარე) სიმბოლურად ემთხვევა აქციია “უკრაინა კუჩმას გარეშეს” 15 წლისთავს. ვშიშობ, პეტრე პოროშენკო ვერ გაიმეორებს ლეონიდ კუჩმას ბედს ან, თუნდაც იმავე იანუკოვიჩისას – ის , უბრალოდ, აეროპორტამდე ვერ მიაღწევს” – დაწერა სკოროპადსკიმ.

პოროშენკო, იაცენიუკი და გროისმანი 15 დეკემბერს განცხადებით გამოვიდნენ და თქვეს, რომ მთავრობის მეთაურის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
მიმართვაში ხაზი იყო გასმული ერთიანობის, ხმარდაჭერის და მომავალი მუშაობის აუცილებლობაზე.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის იაცენიუკის გადაყენებას სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ითხოვენ. 11 დეკემბერს მთავრობას იმუნიტეტი ამოეწურა, რომლის შემდეგაც უმაღლესმა რადამ შესაძლებლობა მიიღო უკრაინის მინისტრთა კაბინეთი დაეთხოვა, რაც ვერ განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის თამვჯდომარემ ევროკავშირის დაშლა ივარაუდა
შემდეგი სტატია6 თვეში სამინისტროებში 5 477 391 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და პრემიაა გაცემული