ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისთვის სავიზო სანქციების გაუქმებას ითხოვს

ევროპარლამენტის დეპუტატთა 12-კაციანი ჯგუფი, რომელიც ძირითადად “ევროპის სახალხო პარტიის” წევრებისგან შედგება, რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ ევროპული ინტერნეტ-გამოცემა EUobserver იტყობინება.

გამოცემის ცნობით, კერძოდ, ევროპარლამენტარები სავიზო შეზღუდვების გაუქმებას უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელებისთვის – ალექსანდრ ბორტნიკოვისა და მიხაილ ფრადკოვისთვის ითხოვენ.

ევროპელი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს ქმნის.

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს სანქციები 2014 წლის გაზაფხულზე, ყირიმის ანექსიის გამო დაუწესეს. მოგვიანებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდა. ევროკავშირის სანქციების მოქმედების ვადა 31 ივლისს იწურება. ბრიუსელი სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელებას გეგმავს

banner
წინა სტატიაშისეტყვამ საგარეჯოს ორი სოფელი დააზარალა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა: თბილისში, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო