ევროპარლამენტის დეპუტატთა 12-კაციანი ჯგუფი, რომელიც ძირითადად “ევროპის სახალხო პარტიის” წევრებისგან შედგება, რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ ევროპული ინტერნეტ-გამოცემა EUobserver იტყობინება.
გამოცემის ცნობით, კერძოდ, ევროპარლამენტარები სავიზო შეზღუდვების გაუქმებას უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელებისთვის – ალექსანდრ ბორტნიკოვისა და მიხაილ ფრადკოვისთვის ითხოვენ.
ევროპელი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს ქმნის.
ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს სანქციები 2014 წლის გაზაფხულზე, ყირიმის ანექსიის გამო დაუწესეს. მოგვიანებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდა. ევროკავშირის სანქციების მოქმედების ვადა 31 ივლისს იწურება. ბრიუსელი სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელებას გეგმავს