სეტყვამ საგარეჯოს ორი სოფელი დააზარალა

სტიქია მარნეულში

სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, მანავი და დიდი ჩაილური დააზარალა.

დასეტყვილია ვენახები და საზამთროს ბაღები.ასევე განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნეული კულტურა.

როგორც ,,თაიმეს” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი გზირიშვილმა განუცხადა, სპეციალური კომისია სტიქიისგან დაზიანებულ ადგილებს ათვალიერებს.

„მუნიციპალიტეტის გამგეობაში უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და ამ წუთებში ჩვენი თანამშრომლები დაზიანებულ ნაკვეთებში იმყოფებიან. ზარალის ზუსტი ოდენობა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე იქნება ცნობილი”, – აცხადებს, გიორგი გზირიშვილი.

სტიქიამ წელს კახეთი რამდენჯერმე დააზრალა. სხვადასხვა დროს დაისეტყვა გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლისა და საგარეჯოს რაიონები.

banner
წინა სტატიაშიწყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისთვის სავიზო სანქციების გაუქმებას ითხოვს