გიორგი მარგველაშვილმა: თბილისში, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი პირველ ლედისთან ერთად ყვავილებით შეამკო.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ შარშანდელი ტრაგედიის მსხვერპლებს და შარშანდელი ტრაგედიის გმირებს. ეს ადგილი სადაც, დღეს ჩვენ ვართ გაგვახსენებს იმ ძალიან მძიმე წუთებს, რომელიც შარშან ყველამ ერთად გდავიტანეთ, რომლის დასაძლევადაც გაერთიანდა ძალიან ბევრი ადამიანი, მადლობა ყველას, ვინც შარშან ასე ერთიანად ებრძოდა სტიქიას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ აღნიშნა, 13 ივნისის ტრაგედიამ მთელი ქალაქი შეძრა.

“დღეს ის დღეა, როცა ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებიც სტიქიამ იმსხვერპლა. ამ ადამიანებს საქართველო არასოდეს დაივიწყებს”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისთვის სავიზო სანქციების გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს