ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 14 დეკემბრიდან დაიწყება

ევროკავშირი სერბეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ბელგრადში, ეუთოს სამიტზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
“მოუთმენლად ველოდები 14 დეკემბერს, როდესაც გავხსნით უფრო მეტად დეტალურ საუბარს”, – აღნიშნა მოგერინიმ.
მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები დაიწყება იმ საკითხების განხილვით, რომლებიც უკავშირდება კოსოვოს და ფინანსურ კონტროლს. “ბრიუსელში დავბრუნდებით დიდი მოლოდინებით და დარწმუნებით, რომ სერბეთი ევროპას ეკუთვნის”, – განაცხადა სერბეთის პრემიერმინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

წყარო:WWW.IPN.GE

banner
წინა სტატიაშიავტომობილის მართვის დროს ტელეფონის გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება
შემდეგი სტატიაშეცდომით დანგრეული ხიდი – გამარჯვებულ კომპანიას ობიქეტი აერია