ავტომობილის მართვის დროს ტელეფონის გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება

შს სამინისტროს გადაწყვეტილებით, კონტროლი მკაცრდება ავტომობილის მართვის დროს ტელეფონის გამოყენებაზეც.
შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვი საგანგაშოდ არის გაზრდილი.

მისივე თქმით გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღეს.

“მსხვერპლი არის ძალიან დიდი და ვალდებულები ვართ, რომ ამაზე რეაგირება მოვახდინოთ,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და იქვე დასძინა, რომ კონტროლი გამკაცრდება არასწორ მანევრირებაზე, სიმთვრალესა და სიჩქარის გადაჭარბებაზე.

კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით მომზადდა.

banner
წინა სტატიაშირა მიზნით სწავლობენ ჯიხადისტები თვითმფრინავების მართვას?!
შემდეგი სტატიაევროკავშირში სერბეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 14 დეკემბრიდან დაიწყება