ერთდოლარიანი კუპიურები, ფეხტულახ გიულენის მომხრეებში გარკვეულ დაფარულ აზრს ატარებენ

ერთდოლარიანი კუპიურები, ფეხტულახ გიულენის მომხრეებში, განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოიყენება და ისინი გარკვეულ დაფარულ აზრს ატარებენ – განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზდაგმა – სააგენტო Anadolu წერს.
სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეების დკავებისას, პოლიციამ ერთდოლარიანების დიდი რაოდენობა ამოიღო. ადრე სააგენტომ გაავრცელა გამოძიების ერთ-ერთი ვერსია – მათი აზრით, ბანკნოტის სერიული ნომრითა და შემადგენელი ასოებით განისაზღვრება გიულენის ორგანიზაციაში ადამიანის მდგომარეობა.

მაგალითად, ასო F გიულენის იერარქიის უმაღლეს საფეხურს ნიშნავს. ამბოხებულებს დაბალი რანგი ჰქონდათ, ამიტომ, მათი ერთდოლარიანი კუპიურები J და C ასოებს შეიცავდა. მედიის აზრით, მუსლიმი მქადაგებელი კუპიურებზე გარკვეულ ტექსტებს კითხულობა, სულს უბერავდა და თურქეთში აგზავნიდა.

დღეს ოფიციალური თურქეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით 16 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიწყალდიდობის გამო ინდოეთსა და ნეპალში 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა
შემდეგი სტატიაბათუმში, 20 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს