ერაყში ქალაქი რამადი ისლამისტებისგან გაანთავისუფლეს

ერაყის ერთ-ერთი ცნობილი ქალაქი რამადი, რომელიც თვეების განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს ჰქნდათ დაკავებული, ქვეყნის არმიამ გაანთავისუფლა.
ერაყის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა გენერალმა იახია რასულმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა ეპიკური გამარჯვება მოიპოვეს და დასძინა, რომ ქვეყნის დროშა რამადის სამთავრობო კომპლექსზე იქნა აღმართული.
ზოგიერთი მონაცემებით, ბოევიკები ქალაქიდან ქვეყნის ჩრდილი-აღმოსავლეთ ნაწილში გაიქცნენ.

ერაყის არმიამ ოპერაცია რამადის გასანთავისუფლებლად 22 დეკემბერს დაიწყო.

ინფორმაცია რამადის განთავისუფლების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: განცხადება არ დამიწერია და არც ვაპირებ დაწერას
შემდეგი სტატია“ჩემი პირველი შემოთავაზებაა, მაქსიმალურად გახსნილად ვითანამშრომლოთ “- გიორგი კვირიკაშვილმა “თავისუფალ დემოკრატებს” მიმართა