“ჩემი პირველი შემოთავაზებაა, მაქსიმალურად გახსნილად ვითანამშრომლოთ “- გიორგი კვირიკაშვილმა “თავისუფალ დემოკრატებს” მიმართა

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს უსმენენ. “ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ერთად გვიმუშავია, ერთ გუნდში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს შორის, იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს, საქმიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა იქნება. ჩემი განწყობა ასეთია – გვქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია ყველა იმ პარლამენტართან, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მეტი ინფორმაცია მიიიღოს მთავრობის საქმიანობის შესახებ, ჩაერთოს საინტერესო პროექტების განხილვაში, ამიტომ პირველი ჩემი შემოთავაზება არის, რომ მაქსიმალურად, გახსნილად, ვითანამშრომლოთ ქვეყნისათვის საჭირო პროექტების და საკითხების ირგვლივ”, – მიმართა კვირიკაშვილმა “თავისუფალ დემოკრატებს”. დღესვე პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს უმცირესობისა და უმრავლესობის სხდომებზე მოუსმენენ.

 

banner
წინა სტატიაშიერაყში ქალაქი რამადი ისლამისტებისგან გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიაუგზოობის გამო ნატანებში გარდაცვლილს ვერ კრძალავენ