ელტონ ჯონმა ავადმყოფობის გამო კონცერტები გადადო

ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა აშშ-ში კონცერტების სერია გადადო ავადმყოფობის გამო. ჩილედან ბრიტანეთში დაბრუნებულ ელტონ ჯონს ბაქტერიული ინფექცია აღმოაჩნდა, რომლის გამოც მან საავადმყოფოში ორი დღე დაჰყო.
6 მაისამდე დაგეგმილი ყველა გამოსვლა ლას-ვეგასსა და კალიფორნიაში გადადებულია. მან ამის გამო თავის თაყვანისმცემლებს ბოდიში მოუხადა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი სენატს იწვევს რომ საბოლოოდ გადაწყვიტოს ჩრდილოეთ კორეის პრობლემა
შემდეგი სტატიათურქეთმა სირია-ერაყის საზღვარზე ქურთების პოზიციები დაბომბა